თეგი: ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

გერმანიამ რუსეთი მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა

გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. AP-ის თანახმად, უკრაინის ომმა გაამძაფრა გერმანიაში შეშფოთება საკუთარი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შესახებ, რის გამოც შოლცმა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით, „გარდამტეხი ეტაპი“ გამოაცხადა. ასევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს გერმანია ჰიბრიდულ საფრთხეებზე დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების ჩათვლით, და ასევე, დიდი ძალების მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლაზე, მაგალითად, როგორიცაა, ჩინეთი. დღევანდელი რუსეთი, უახლოეს მომავალში, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი მრავალპოლარულობის ეპოქაში, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა „ცდილობს, შეცვალოს არსებული საერთაშორისო წესრიგი სისტემატური მეტოქეობის შესახებ მათი შეხედულებისამებრ“, - ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იგი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს.

რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში

„ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელიც მშვიდობა და თავისუფლება აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირს გაფართოებისთვის და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, რეფორმები ევროკავშირის შიგნით აუცილებელია. გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.  

საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერა გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა

საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდამჭერი ჩანაწერი გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში გაჩნდა. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის. დოკუმენტის თანახმად, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განსავითარებლად, ევროკავშირი და მისი ფართო სპექტრის ინსტრუმენტები ცენტრალურ როლს თამაშობენ. ეს მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ყველა იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულნი არიან.  „ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელსაც მშვიდობა და თავისუფლება აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირს გაფართოებისთვის და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, რეფორმები ევროკავშირის ფარგლებში აუცილებელია. დოკუმენტის თანახმად, კავშირს უნდა შეეძლოს თავისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა. ამ მიზნით კი, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) ევროპელ პარტნიორებთან და მტკიცედ განხორციელდეს „სტრატეგიული კომპასის“ პროექტები (სამოქმედო გეგმა 2030 წლისთვის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად რედ.). „ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობითა და თავისუფლებით გაერთიანებული ევროპა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“, - წერია დოკუმენტში. გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. შეგახსენებთ, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.